რუსეთი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად 8-დან 10 თვემდე დასჭირდებათ

ვასკა მათითაიშვილი

Reuters-ის ცნობით, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას 8-დან 10 თვემდე დრო დასჭირდება.

„დღეს ვაქცინის შემუშავება მოკლე დროის მონაკვეთში ვერ მოხერხდება. ვაქცინების შექმნას, როგორც წესი, მინიმუმ, 8-დან 10 თვემდე დრო სჭირდება“, – აცხადებს მურაშკო. მის კომენტარს ახალი ამბების სააგენტო Interfax ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 500-მდე გაიზარდა.