რუსეთი ომის მეორე ეტაპს იწყებს - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით რუსეთის არმია ომის მეორე ეტაპს იწყებს, მას შემდეგ რაც დონბასის მიმართულებით რუსებმა თავს მოუყარეს დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალასა და ტექნიკას. თუმცა, ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა, გაუმკლავდეს ამ შემოტევასაც.

„არ აქვს მნიშვნელობა რამდენ სამხედროს მოუყრიან თავს, ჩვენ დავიცავთ თავს. ჩვენ ვიბრძოლებთ და არ დავთმობთ არაფერ უკრაინულს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა არმიამ დაიწყო მასირებული სარაკეტო იერიშიები, საჰაერო და საარტილერიო დაბომბვა. იბომბება ფრონტზ მყოფი უკრიანელების პოზიციები და მათ ზურგში არსებული მომარაგების ცენტრები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული ჯარი გადავიდა სახმელეთო იერიშზეც და რამდენიმე მიმართულებიდან ცდილობს უკრაინული თავდაცვითი ზღუდეების გარღვევას.

ასევე, უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპასუხო საარტილერიო იერიში წამოიწყო უკრაინამაც.