რუსეთი სამხედრო ხომალდის ჩაძირვაზე ინფორმაციას უარყოფს

პუბლიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის შეიარაღებული ძალების კრეისერი Москва-ს ჩაძირვაზე ინფორმაციას არ ადასტურებს. ოფიციალური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი კონტროლს ექვემდებარება და ხომალდი კვლავ ცურავს.

განცხადების მიხედვით, გემზე საბრძოლო მასალის მარაგი აღარ ფეთქდება და მთავარი სარაკეტო შეიარაღება დაზიანებული არ არის. ოფიციალური მოსკოვი კვლავ ამბობს, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია და მუშაობის დადგენაზე. უწყების ცნობით, კრეისერის ეკიპაჟის ევაკუაცია განხორციელდა შავი ზღვის ფლოტის მიმდებარე გემებში.

გემის ჩაძირვის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველზე, ანტონ გერაშჩენკოზე დაყრდნობით გაავრცელა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile