რუსეთი თავის მოქალაქეებს უკრაინის ქალაქებში ქონების შესაძენად სუბსიდირებულ სესხებს სთავაზობს

პუბლიკა

რუსეთი თავის მოქალაქეებს უკრაინის ქალაქებში ქონების შესაძენად სუბსიდირებულ სესხებს სთავაზობს.

ჩამონათვალიდან უკრაინის ზოგიერთი ქალაქი, მათ შორის, მელიტოპოლი და პრიმორსკი, ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული, თუმცა სიაში სხვა ქალაქებიცაა – ხერსონი, ბერისლავი და სნიჰურივკა – რომლებიც, უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს.

ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ამ პროგრამას ამუშავებს, 1 აპრილიდან სუბსიდირებულ სესხს სთავაზობს ოჯახებს, რომლებსაც 7 წლამდე ასაკის შვილები ჰყავთ.

არ ეტაპზე არ არსებობს ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ, რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიმართა იპოთეკისთვის.

ფინანსური ინსტიტუტის ვებსაიტზე არ არის ნათქვამი, როგორ აპირებს რუსეთი კიევის მიერ კონტროლირებად ქალაქებში თავისი მოქალაქეებისთვის შეძენილი ბინების გადაცემას.