რუსეთი ყოველთვის იპოვის გზას, რომ არ შეასრულოს მიერ მიერ დადებული პირობები - ზელენსკი

პუბლიკა

მარცვლეულის ექსპორტისთვის გახსნილ ოდესის პორტზე რუსების მიერ მიტანილ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი. ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ყოველთვის იპოვის გზებს, რომ არ შეასრულოს მიერ მიერ გაცემული დაპირებები.

„ეს თავდასხმა მხოლოდ ერთ რამეს აჩვენებს: არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის ან რა პირობას დადებს რუსეთი, ის ყოველთვის იპოვის გზებს რომ არ შეასრულოს ისინი“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ კი განაცხადა, რომ ეს იერიში გაეროს გენერალური მდივნისა და თურქეთის პრეზიდენტისათვის სახეში შეფურთხება იყო.

„რუსული სარაკეტო იერიში იყო ვლადიმერ პუტინის მიერ სახეში შეფურთხება გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანისთვის, რომლებმაც დიდი სამუშაო გასწიეს, რომ ამ შეთანხმებისთვის მიეღწიათ და რისთვისაც უკრაინა მადლობელი იყო“, – წერს ოლეგ ნიკოლენკო.

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გატანას მაინც დაიწყებს რუსული საფრთხის მიუხედავად.


დღეს მარცვლეულის გასატანად უკრაინული პორტების განბლოკვაზე შეთანხმებიდან მეორე დღესვე რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა. ოდესის პორტზე, რომელიც ყველაზე დიდია, რუსებმა ფრთოსანი რაკეტებით მიიტანეს იერიში.

როგორც უკრაინული მედია წერს, რაკეტების სამიზნე ზუსტად ის ტერიტორია იყო, საიდანაც მარცვლეული ექსპორტი უნდა დაიწყოს.

გლობალური სასურსათო კრიზისისთვის თავის ასარიდებლად, გაეროს ჩართულობით, რუსეთთან გუშინ შეთანხმებას მიაღწიეს, რომ სამი უკრაინული პორტისთვის ხელი არ შეეშალა. როგორც ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, მათ გასული წლის მოსავლიდან 20 მილიონი ტონა მარცვლეული დარჩათ, რასაც მალევე წლევანდელიც დაემატება.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოდესის მიმართულებით გაშვებული 4-დან 2 რაკეტის ჩამოგდება შეძლეს, მაგრამ დანარჩენი ორი პორტს დაეცა.

LB loan image desktop LB loan image mobile