რუსეთის ელჩი აშშ-ში სამთავრობო მედია TASS-თან ამბობს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებში არსებული საკითხების გადაჭრის შესახებ მოლაპარაკებები სტამბოლიდან მოსკოვში გადაინაცვლებს.
„შემიძლია დავადასტურო, რომ დელეგაციების შემდეგი მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში მოსკოვში გაიმართება“, – თქვა ალექსანდრ არჩიევმა.
დარჩიევის განცხადებით, რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობების აღდგენამდე დიდი დროა.
მისი თქმით, მოსკოვთან დაახლოებას კონგრესში ე.წ. აშშ-ის „დიფ სთეითი“ და ანტირუსული „ქორები“ ანელებენ.