რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკვე 198 ბავშვი დაიღუპა - უკრაინის პროკურატურა

პუბლიკა

უკრაინის მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 553-ზე მეტი ბავშვი დაშავდა.

პროკურატურის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 198 ბავშვი.  მათივე ცნობით, ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა  საომარი მოქმედებების ადგილებზე.

უკრაინის პროკურატურის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასობრივი დაბომბვა გრძელდება.