რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ 18 500 რუსი ჯარისკაცია მოკლული - უკრაინის გენერალური შტაბი

პუბლიკა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 18 500 რუსი ჯარისკაცია მოკლული.

მათი ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა ასევე დაკარგეს: 676 ტანკი, 1858 ჯავშანტექნიკა, 332 საარტილერიო იარაღი, 107 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა, 55 მიწა-ჰაერის რაკეტა, 150 თვითმფრინავი, 134 ვერტმფრენი, 7 ხომალდი, 76 საწვავის ავზი, 94 დრონი.