რუსეთმა პირველად აღიარა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარებს უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.
რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა პუტინს განუცხადა, რომ „ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს რუსეთს უკრაინის ძალების დამარცხებაში“.
ომში ჩართულობა აღიარა ჩრდილოეთ კორეამაც.
ადგილობრივი ჩრდილოკორეული სამთავრობო მედია აცხადებს, რომ „კურსკის რეგიონისთვის ბრძოლაში გამარჯვებამ აჩვენა მტკიცე სამხედრო მეგობრობის უმაღლესი სტრატეგიული დონე“.
სამხრეთი კორეის მედიის პირველადი ინფორმაციით, რუსეთის მხარეს 11 000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იბრძოდა კურსკის რეგიონში.
ფაქტს აქამდე არც მოსკოვი და არც ფხენიანი არ ადასტურებდა.
ასევე სამხრეთკორეელი ოფიციალური პირების განცხადებით, 2025 წლის იანვრიდან თებერვლამდე ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებით 3000 ჯარისკაცი გაგზავნა.