რუსეთმა მარიუპოლში მყოფ უკრაინელ სამხედროებს ულტიმატუმი წაუყენა, რომ დანებდნენ

პუბლიკა

რუსეთმა მარიუპოლში გამაგრებულ უკრაინელ სამხედროებს კიდევ ერთხელ წაუყენა დანებების ულტიმატუმი.

რუსული პროსახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, რუსებმა მოითხოვეს, რომ დღეს უკრაინის დროით 13:00 საათამდე ყველამ დაყაროს ქალაქში იარაღი.

აზოვის ბატალიონი, უკრაინელი საზღვაო ქვეითები და სხვა უკრაინელი სამხედროები „აზოვსტალსა“ და მის შემოგარენში არიან გამაგრებული. „აზოვსტალი“ მარიუპოლის სანაიპიროზე მდებარეობს. რუსებმა კი ერთთვიანი ალყისა და შეტევის შემდეგ ქალაქის ნაწილის დაკავება შეძლეს.

ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია უკრაინელების მიერ იარაღის დაყრისა და დანებების შესახებ. რუსეთმა მარიუპოლში მყოფ უკრაინელ სამხედროებს მსგავსი ულტიმატუმი ადრეც წაუყენა.