რუსეთმა მიკოლაევში 2 უნივერსიტეტი დაბომბა - უკრაინული მედია

პუბლიკა

უკრაინის ქალაქ მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, დღეს დილით რუსეთმა მიკოლაევის 2 უნივერსიტეტი დაბომბა. მისი თქმით, რუსეთმა სულ მცირე ათი რაკეტა ესროლა მათ. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Ukrinform ავრცელებს.

„დღეს რუსი ტერორისტები თავს დაესხნენ მიკოლაივის ორ უმსხვილეს უნივერსიტეტს. სულ მცირე ათი რაკეტა ისროლეს. ახლა ისინი თავს ესხმიან ჩვენს განათლებას. ვთხოვ ყველა დემოკრატიული ქვეყნის უნივერსიტეტს, განაცხადონ, რომ რუსეთი არის ის, რაც სინამდვილეში არის  – ტერორისტი“, – განაცხადა ვიტალი კიმმა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile