უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა შაბათს ღამით უკრაინის წინააღმდეგ 267 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, რაც რეკორდული მაჩვენებელი 2022 წლის თებერვლის შემდეგ. 24 თებერვალს სამი წელი გადის რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან.
წინა რეკორდული მაჩვენებელი, როგორც მედია წერს, დეკემბერში გაშვებული 193 დრონი იყო.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ „რეკორდული“ 267 რუსული დრონი გაუშვეს ერთიანი, კოორდინირებული შეტევისთვის.
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ჩამოაგდეს 138 „შაჰიდი“, 199 რადარებიდან გაქრა და მათ ზიანი არ გამოუწვევიათ. უწყება ამბობს, რომ სამი უპილოტო საფრენი აპარატი ბელარუსის ტერიტორიაზე გაფრინდა.
„დნეპროპეტროვსკი, ოდესა, პოლტავა, კიევი და ზაპოროჟიედაზარალდნენ მტრის თავდასხმის შედეგად“, – წერს საჰაერო ძალები.
ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, სასწრაფო დახმარების სამსახურში კი თქვეს, რომ ზაპოროჟიეში დაშავდა ერთი პირი.
რუსეთის ომის მეოთხე წელი იწყება იმ ფონზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ეძებს სამშვიდობო შეთანხმებას პრეზიდენტ პუტინის გუნდთან პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, მაგრამ უკრაინის ჩარევის გარეშე. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი არ მიიღებს არცერთ მშვიდობას, რომელიც შეთანხმებულია მის თავზე.