რუსეთმა უკრაინაში უკვე იმდენი ჯარისკაცი დაკარგა, რამდენიც სსრკ-მ 9 წელიწადში ავღანეთის ომში - ბრიტანეთის დაზვერვა

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში მიმდინარე ომზე ყოველდღიურ შეფასებებს აკეთებს. დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში დიდი ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სამ თვეში, უკვე იმდენივე სამხედრო დაკარგა, რამდენიც საბჭოთა კავშირმა ავღანეთში 9-წლიანი ომის დროს.

„ასეთი დიდი დანაკარგები, რომელიც დონბასში შეტევებისას კიდევ უფრო იზრდება, რუსეთის არმიის ცუდი ტაქტიკური გადაწყვეტილებების, შეზღუდული საჰაერო თავდაცვის, მოქნილობისა და გუნდური მიდგომის ნაკლებობის კომბინაციამ გამოიწვია.

რუსულმა საზოგადოებამ წარსულში აჩვენა, რომ არაა გულგრილი იმ მსხვერპლის მიმართ, რომელიც მათთვის რუსეთის მიერ წამოწყებულ ომებს მოაქვს. რაც უფრო გაიზრდება უკრაინაში დახოცილთა რაოდენობა, მისი მასშტაბი სულ უფრო აშკარა გახდება და შესაძლოა, საზოგადოებრივი უკმაყოფილება და მისი ხმამაღლა გამოხატვის სურვილი გაიზარდოს“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

LB loan image desktop LB loan image mobile