რუსეთმა უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში, დაღუპულია 6 ადამიანი

პუბლიკა

11 აგვისტოს ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა  ბალისტიკური რაკეტებითა და მართვადი ბომბებით კომბინირებული იერიში მიიტანეს ზაპორიჟიაზე. ინფორმაციას ზაპორიჟიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი ავრცელებს.

ფედროვის თქმით, რუსულ თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა. თავდასხმამ ქალაქში ხანძარი და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და ქალაქის ინფრასტრუქტურა.

ზაპორიჟიის გარდა რუსებმა იერიში მიიტანეს პავლოგრადსა და კიევზეც.

თავდასხმის შედეგად კიევში დაჭრილია, სულ მცირე, ერთი ადამიანი. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კიევში საჰაერო იერიში შევჩენკოს რაიონში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე მიიტანეს.