რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერდა

პუბლიკა

93 მომხრე, 24 წინააღმდეგირუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერდა. კენჭისყრაზე თავი 58-მა ქვეყანამ შეიკავა.

BBC-ის ცნობით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნიუ-იორკში გამართულ სესიაზე კენჭი უყარა რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის შეჩერებას.

გადაწყვეტილების საფუძველი უკრაინაში კრემლის ჯარის სამხედრო დანაშაულების ბრალდებები გახდა.

გამოცემა წერს, რომ რუსეთის წარმომადგენელმა გენადი კუზმინმა დაგმო კენჭისყრა, ასევე ჩრდილოეთ კორეამ და სირიამ და ა.შ.

საქართველო რეზოლუციის მხარდამჭერთა შორისაა.

„ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, წევრობის შეჩერება რუსეთისთვის „დიპლომატიური სილის გარტყმაა“.

რეზოლუციის პროექტში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღნიშნა, რომ გენერალური ასამბლეა „შეუჩერებს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლებას საბჭოს წევრს, რომელიც ადამიანის უფლებებს უხეშად და სისტემატურად დაარღვევს“.

გაეროს გენერალური ასამბლეაში 193 წევრია. გენერალური ასამბლეის წევრების ხმათა 2/3-ს შეუძლია შეუჩეროს ქვეყანას ადამიანის უფლებათა საბჭოში მუშაობა ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის. ადამიანის უფლებათა 47-წევრიან საბჭოში წელს რუსეთისთვის სამწლიანი ვადის მეორე წელი იყო.