„რუსეთს უნდა ომი და არა - დასავლეთს“ - „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ აგვისტოს ომისადმი მიძღვნილ კამპანიას იწყებს

პუბლიკა

„რუსეთს უნდა ომი და არა – დასავლეთს“, – „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ აგვისტოს ომის ხსოვნისადმი მიძღვნილ კამპანიას იწყებს. კოალიციაში გაერთიანებული ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის წინ მოქალაქეებს შეხვდნენ და მათ რუსულ დეზინფორმაციაზე ესაუბრნენ.

პარლამენტის წინ აჩვენეს ვიდეორგოლიც, სადაც აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები მოუწოდებენ ყველას, არ გავრცელონ დეზინფორმაცია და არ შეურაცხყონ გმირების ხსოვნა

კოალიციის განცხადებით, ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება შეთქმულების თეორია, თითქოს დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს

რუსული დეზინფორმაციული გზავნილები, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიაში, მსხვერპლსუკრაინას  ადანაშაულებენ, სწორედ ისე, როგორც წლების განმავლობაში 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრაში დამნაშავედ, ასევე მსხვერპლსსაქართველოს აცხადებდნენ. მსგავსი დეზინფორმაცია შეურაცხყოფს იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობის დასაცავად და მათ მიერ ლეგიტიმური წინააღმდეგობის გაწევას ფუჭ მსხვერპლად წარმოაჩენს

გარდა ამისა, მსგავსი შეთქმულების თეორიები მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან, რომელთა საქმიანობაც საქართველოს რუსეთის აგრესიისგან დაცვასა და ჩვენი მოქალაქეობის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვას ემსახურება“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. 

მათი თქმით, ბოლო თვეებში მსგავსი შეთქმულების თეორიების გააქტიურების გამო, კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის გადაწყვიტა წამოეწყო კამპანია, რომელიც ტყუილსა და სიცრუეს სიმართლით დაუპირისპირდება.

„ჩვენ ვესაუბრებით იმ ადამიანებს, ვისაც, ნებსით თუ უნებლიეთ, სჯერა იმ სიცრუის და კონსპირაციული თეორიის, რომ დასავლეთი ომში გვითრევს. ჩვენი მიზანია კიდევ ერთხელ ყველას დავანახოთ ქართული საზოგადოების ერთსულოვნება და შევახსენოთ მათ, რომ:

  • რუსეთი კვლავაც აგრძელებს  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას. რუსეთმა და მის კონტროლს დაქვემდებარებულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა განახორციელეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, რის შედეგადაც ორივე რეგიონის ომამდელი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარი სახლებიდან განდევნეს
  • ეთნიკურ წმენდასა და ოკუპაციაზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა არაერთ საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტშია დაფიქსირებული;
  • რუსეთმა დაიწყო 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიამათი სამხედრო ნაწილები, რომლებიც არ შედიოდნენ .. სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, 7 აგვისტოს შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე და განახორციელეს სამხედრო აგრესია;
  • მსგავსი სცენარით, რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 2022 წელს;
  • დასავლეთს არ სურს საქართველოს ომში ჩართვა და წლების განმავლობაში მუშაობს იმისთვის, რომ საქართველო უსაფრთხო და დაცული ქვეყანა გახდეს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კოალიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გაავრცელონ სიცრუე.

კამპანია მეტრო სადგურებში ბანერების განთავსებით დაიწყო და ის 7 აგვისტოს, გორში, ღონისძიებით გაგრძელდება, სადაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად რუსეთის ომებზე რეგიონში, და ამ ომებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე ისაუბრებენ. ღონისძიება აგვისტოს ომის ხსოვნისადმი მიძღვნილი გრაფიტის გახსნით დასრულდება.