რუსეთში კომისარიატის შენობაში ახალგაზრდა კაცმა სამხედრო კომისარს ესროლა

პუბლიკა

რუსული მედიის ინფორმაციით, ირკუტსკის ოლქის ქალაქ უსტ-ილიმსკის სამხედრო კომისარიატის შენობაში ახალგაზრდამ სამხედრო კომისარს ესროლა და დაჭრა. რუსული ტელეგრამ-არხები მომხდარის ამსახველ ვიდეოკადრებსაც ავრცელებენ. ვიდეომასალაში ჩანს როგორ ესვრის ახალგაზრდა კაცი ტრიბუნაზე მყოფ კომისარს, რის შემდეგაც ოთახში მყოფი სხვა პირები გარბიან.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამხედრო კომისარი ალექსანდრ ელისეევი რეანიმაციაშია, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში. რუსულ ტელეგრამ-არხებზე დაკავებული მსროლელის ვიდეომასალაც გავრცელდა. ვიდეოში ის ამბობს, რომ რუსლან ზინინია, 25 წლის.

ტელეგრამ-არხის „ბაზას“ ინფორმაციით, ზინინს მობილიზაცია შეეხო და კომისარიატში მისულმა სროლის წინ თქვა – „ახლა ყველა სახლებში წავალთ“. რუსლან ზინინის დედა კი ამბობს, რომ მის შვილს მობილიზაცია არ შეხებია, მაგრამ გაიწვიეს მისი მეგობარი, ზინინი მობილიზაციას ეწინააღმდეგებოდა და გაბრაზებული იყო.