რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის მრჩევლად გიორგი ქაჯაია დაინიშნა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლად გიორგი ქაჯაია დანიშნა. ამ პოსტზე მან ჩაანაცვლა ზურაბ აბაშიძე, რომელიც პრემიერის მრჩეველი იქნება.

გიორგი ქაჯაიას რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა.

ამასთან, როგორც რუსული მედია გასულ კვირას წერდა, რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების განყოფილების ახალ ხელმძღვანელად 9 მარტს მამუკა მერკვილაძე დაინიშნა და მან გიორგი ქაჯაია ჩაანაცვლა.

დღეს კობახიძემ ასევე წარადგინა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – პოსტს ნიკოლოზ ტყემალაძე დაიკავებს; ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი იქნება.