„რუსთაველს სულ გავავსებთ და მაგათი ადგილი არ იქნება“ - მიტროპოლიტის ჰომოფობიური ქადაგება „ღირსების მარშზე“

პუბლიკა

სინოდის წევრმა, ცაგერისა და ლენტეხის, ასევე, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ დღეს ხვამლობის დღესასწაულზე გამართულ შეხვედრაზე მრევლს მიმართა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. მიტროპოლიტი თავის გამოსვლაში ძირითადად ჰომოფობიურ და სიძულვილის შემცველ გამონათქვამებს იყენებდა. ის 5 ივლისს დაგეგმილ „ღირსების მარშის“ საკითხსაც შეეხო.

„ახლა პარტიებმა მოაწერეს ხელი, რომ ამათ მხარი დაუჭირონ, ვინც სოდომისა და გომორის გავრცელებას ლამობს საქართველოში. მოსახლეობა ამის წინააღმდეგია და არ უნდა დავუშვათ ჩვენ ეს. მოსახლეობამ ყველაფერი გავაკეთოთ და ყველას დავუდგეთ იმათ მხარში … რა თქმა უნდა, ჭკვიანირად უნდა ამას მოქმედება, ესენი ყველაფერს ძალადობად აფორმებენ.

თვითონ ძალადობენ, 1% ძალადობს 99%-ზე მოსახლეობის. ამიტომ ჩვენ ეს უნდა დავანახოთ მათ რომ ჩხუბს და რამეს არ [ვაპირებთ], უბრალოდ არ მივცეთ საშუალება, ბევრნი მივიდეთ და არ მივცეთ საშუალება მათ რომ სოდომისა და გომროის პროპაგანდა მოახდინონ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს. თუ ჩვენ დღეს არ დავიცავით ჩვენი ღირებულებები ასე ნელ-ნელა, ხმლისა და იარაღის გარეშე … თუმცა მერე როდესაც დასჭირდებათ გამოიყენებენ იმ იარაღასაც და იმ დაჭერებსაც და რეპრესიებსაც, ყველაფერს მიმართავენ … რადგან ეს იდეოლოგია არა ნაკლებ დამთრგუნველი და საშიშია ვიდრე კომუნისტური და ფაშისტური იყო, ეს ლიბერალური იდეოლოგია, იგივე არის.

დემონსტრაციულად უნდათ თავზე გადაგვიარონ, არ უნდა ვეჩხუბოთ, არ უნდა დავარტყათ უბრალოდ გასაქანი არ უნდა მივცეთ. კლდესავით ვიდგეთ და მეტი არაფერი.

დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მომავალი, ეს არის ჩვენი დიდგორი და ბასიანი. არა ჩხუბით და აყალმატყლით არამედ ჭეშმარიტი სიტყვით, რომელიც დაუპირისპირდება ყველა ცრუსა და მატყუარას… დგომით იქ, სადაც უნდა დავდგეთ. … არ გაუშვათ არავინ, რომელსაც უნდა რომ იქ გაიაროს. რუსთაველს სულ გავავსებთ და მაგათი ადგილი არ იქნება და დამთავრდება ასე. არც არსად არ უნდა იდგნენ ეგენი. ეგენი უნდა იყვნენ თავისთვის სახშლი და რაც უნდა გააკეთონ, “- ამბობს სინოდის წევრი, მიტროპოლიტი სტეფანე.


Tbilisi Pride-ის ინიციატივით, 5 ივლისს, ღირსების მარში გაიმართება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი თაბაგარის თქმით, გარდა ღირსების მარშისა მოეწყობა პრაიდის კვირეული, რის ფარგლებშიც გაიმართება ფესტივალი და სხვა კულტურული ღონისძიებები. ღირსების მარშის სლოგანი „გამოდი სოლიდარობისთვის” იქნება.