რუსთაველზე დაგეგმილი აქციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

პუბლიკა

დღეს, 3 აპრილს, 20:00 საათზე პარლამენტთან უკრაინის მხარდასაჭერად აქცია იმართება.

დაგეგმილი აქციის გამო თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დღეს 18:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე გადაადგილება შეიზღუდება.

მერიის განცხადებით, ავტომანქანების მძღოლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავ ავტომობილებს შეეძლებათ, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, ჟვანიასა და 9 აპრილის ქუჩების დახმარებით გადაადგილდნენ, ხოლო უკუმიმართულებით მოძრაობისას, გამოიყენონ გუდიაშვილის, ფურცალაძის თაბუკაშვილისა და ჯორჯაძის ქუჩები.

წაიკითხეთ ვრცლად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია.