რუსული გაზის და ნავთობის იმპორტის სრულად აკრძალვაზე EU-ს ერთიანი პოზიცია არ აქვს - ბორელი

პუბლიკა

ევროკავშირში რუსული ნავთობის სრული ემბარგოს საკითხზე დაწესების შეთანხმებას ვერ მიაღწიეს – აცხადებს Die Welt-თან ინტერვიუში ჯოზეფ ბორელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი.

„რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის შეჩერება ან სადამსჯელო ტარიფები იქნებოდა მნიშვნელოვანი, რათა პუტინზე ზეწოლა მოვახდინოთ და ის მოლაპარაკებები მაგიდასთან დავსვათ, მაგრამ დღეს ევროკავშირში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელი ამბობს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების მორიგ სამიტზე იქნება განხილული მაისში. მანამდე კი, ბორელის თქმით, ამ თემაზე სიახლეს ის არ მოელის.