რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტეს

პუბლიკა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

დღეს, 24 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „აკრძალულია გზის ხელოვნურად გადაკეტვა და რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება რეაგირება”.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გიორგი დუმბაძის თქმით, შსს-ის მხრიდან პირდაპირი მოწოდება იყო, არ მომხდარიყო გზის გადაკეტვა, ამიტომაც, ამის გაკეთებას დღეს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა.

„ამით ისინი ცდილობდნენ ჩვენი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას. ეს არის სიმბოლური აქტი იმისა, რომ ყველამ ერთად გადავკეტეთ გზა და არავის მივეცით საშუალება, მიგვითითოს, სად გამოვიყენოთ და არ გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება”. – თქვა მან.

აქციის მონაწილეებისვე თქმით, ისინი მომდევნო 30 წუთის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე დარჩებიან, შემდეგ კი ევროპის მოედნისკენ მსვლელობა დაიწყება.