სააკაშვილი ზურაბიშვილზე: ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ, ვასწავლი, როგორ კეთდება

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, საზღვრის კვეთის საქმეზე.

სასამართლო პროცესს ესწრება მიხეილ სააკაშვილი, მან სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდეტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა.

„მე მინდა, ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს, აქ დღეს მე მასამართლებენ – რატომ გადმოვკვეთე საზღვარი, მას ედავებიან – რატომ გადაკვეთა საზღვარი.

თუ კიდევ რამე ასეთი წაცდა, რამდენადაც ვიცი, ირანული ჭაღები იყიდა სასახლისთვის, ეგ ერთი მუხლი აქვს მირტყმული, 11 წლამდე, და მეორე მუხლი აქვს ის, რომ პოლიციელის მკვლელი შეიწყალა. ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ, ვასწავლი როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე.