სადაზღვევო კომპანია ალფა მომხმარებელს განახლებულ ავტოდაზღვევას სთავაზობს

რეკლამა

სადაზღვევო კომპანია ალფა უკვე ერთი წელია აქტიურად მუშაობს პროდუქტების განახლებასა და სერვისის გაუმჯობესებაზე. ჩატარებული სამუშაოები უკვე ყველა მიმართულებაზე დადებითად აისახა, რაც მომხმარებლის დამოკიდებულებაში ვლინდება. კომპანიის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულება ავტოდაზღვევაა როგორც საცალო, ასევე კორპორატიული მიმართულებით. ამ თემაზე დეტალურად სასაუბროდ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს მარიამ სოსელიას ვესაუბრეთ.

რა შეიცვალა ავტოდაზღვევის მიმართულებით და როგორია ამჟამად თქვენი სტრატეგია?

ადამიანები ავტომობილს აზღვეენ იმიტომ, რომ გაუთვალისწინებელ  სიტუაციაში ჩვენი იმედი და ნდობა აქვთ. ეს არის მთავარი. შესაბამისად ეს არის ჩვენი სტრატეგიაც და მიდგომაც – მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა და თითოეული შემთხვევის დროს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება.

მომხმარებლის ნდობა უმნიშვნელოვანესია. ბევრ მომხარებელს სამწუხაროდ სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის ცუდი გამოცდილება აქვს. ერთი ცუდი გამოცდილება კი მათი  ზოგადი აზრის ფორმირებას იწვევს და ნდობა არა მხოლოდ ერთი კომპანიის, არამედ ზოგადად დაზღვევის მიმართ ეკარგებათ.

როგორ ახერხებთ მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა?

მომხმარებელი პირველ რიგში ფასზე და პირობებზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც წესი, ისინი ჯერ კარგად ეცნობიან სხვადასხვა შეთავაზებებს და შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას.

საქართველოს სადაზღვევო ბაზარი გაჯერებულია კომპანიებით, რომლებიც ავტოდაზღვევას სთავაზობენ მომხმარებლებს. ამიტომ, მისაღები ტარიფებისა და მომსახურების გარდა, ვცდილობთ მინიმალური შეზღუდვებითა და კარგი მომსახურებით მოვიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა. ასევე,  მომხმარებელს დამატებითი ბენეფიტები და აქციები შევთავაზოთ. მაგალითად, სექტემბრის თვეში დაზღვეულებს საწვავის ვაუჩერებს გადავცემთ საჩუქრად. ასევე, ვთავაზობთ 70%–მდე ფასდაკლებას ავტოსამრეცხაოებში.

კიდევ რა ცვლილებები იგეგმება კომპანიაში სამომავლოდ?

ავტოდაზღვევის და ზოგადად ყველა მიმართულებით კომპანიაში უამრავი სიახლეა დაგეგმილი. გვყავს ახალი მენეჯმენტ გუნდი, რომელიც პროდუქტების დახვეწასა და სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობენ. ვგეგმავთ, წლის ბოლოს განხორციელებული ცვლილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია ფართო მასებს გავაცნოთ.