საფრანგეთს არ სჭირდება რუსული გაზი - მაკრონი

პუბლიკა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ საფრანგეთს არ სჭირდება რუსული გაზი და ქვეყანა მუშაობს სხვა ბაზრებიდან გაზის შესყიდვაზე.

ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა France 5-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე, მაგრამ საფრანგეთს ის არ სჭირდება“, – თქვა მაკრონმა.

ამასთანავე, აღნიშნა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს სანქციების ხელშეწყობას რუსული გაზის მიწოდებაზე.

ინტერვიუში მან ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ აღარ უსაუბრია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რაც მასობრივი მკვლელობები აღმოაჩინეს უკრაინაში.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ ხოცვა-ჟლეტა ბუჩაში და სხვა ქალაქებში, ომმა სხვა მიმართულება მიიღო, ამიტომ პირდაპირ აღარ მილაპარაკია, მაგრამ არ გამოვრიცხავ ამას მომავალში“, – განაცხადა მაკრონმა.