საფრანგეთში ადგილობრივის კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა

პუბლიკა

საფრანგეთი კორონავირუსისგან პირველი ადგილობრივის გარდაცვალების შემთხვევას ადასტურებს.

საფრანგეთი ევროპის მეორე ქვეყანაა, სადაც კორონავირუსით ადგილობრივის გარდაცვალება დაფიქსირდა. 60 წლის ფრანგი მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია  საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

საფრანგეთში აღნიშნული ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. პირველი მსხვერპლი 80 წლის ჩინელი ტურისტი იყო, – თქვა მინისტრის მოადგილემ, ჯერომ სალომონმა.