საგამოძიებო: მტკვრიდან 2.1 მილიონზე მეტის ინერტული მასალა უკანონოდ მოიპოვეს

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 4 პირი დააკავეს და ბრალდება წარუდგინეს კიდევ სამ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, ქვემო ქართლის რეგიონში, მდინარე მტკვრიდან, სისტემატურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რომელსაც შემდგომ სხვადასხვა მეწარმე სუბიექტზე რეალიზაციას უწევდნენ.

საგამოძიებოს ცნობით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ უკანონოდ იქნა მოპოვებული 343 608 კუბური მეტრი ინერტული მასალა, რომლის ღირებულება 2 138 771 ლარს შეადგენს; აღნიშნული ქმედებით გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 2 235 507 ლარი შეადგინა, ამასთანავე ბრალდებულებმა უკანონო საქმიანობის შედეგად მიღებული, 2 138 771 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.