საგანგებო სიტუაციების სამსახური ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების სამსახური განცხადებას ავრცელებს,  მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მომატებული ტემპერატურისა და უნალექო ამინდის შენარჩუნების შესახებ. ამასთანავე, მთიან რეგიონებში, მაღალ ტემპერატურასთან ერთად მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების ხელშემწყობ ფაქტორებს შექმნის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

„გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს.“

LB loan image desktop LB loan image mobile