საგარეო უწყება: ბრიტანეთში ტრანზიტული გავლისას ვიზა იქნება საჭირო 

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა მიგრაციული პოლიტიკა გაამკაცრა. შესაბამისად, ძალაში შევიდა აქტი, რომლის თანახმადაც, 8 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აეროპორტში ტრანზიტული გავლისას საჭირო იქნება ვიზა (DATV).

ამ კატეგორიის ვიზა საჭიროა მაშინ, როცა ადამიანი მესამე ქვეყანაში მიემგზავრება, დიდ ბრიტანეთში იცვლის ფრენას და არ გადის სასაზღვრო შემოწმებას.

გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო, გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის:

  • მოლდოვა;
  • უკრაინა;
  • თურქეთი;
  • ჩრდილოეთ მაკედონია;
  • სამხრეთ აფრიკა;
  • ჩინეთი;
  • სომხეთი;
  • აზერბაიჯანი;
  • მონტენეგრო;

ბოსნია;