აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის საშუალებებისა და საბრძოლო მასალების შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„შეთავაზებული შესყიდვის დასრულების შემთხვევაში, უკრაინა მას დააფინანსებს ევროპული შენატანებისა და წინა ადმინისტრაციის დროს გამოყოფილი აშშ-ის უცხოური სამხედრო დაფინანსების (FMF) კომბინაციით. FMF ჩაითვლება აშშ-ის კაპიტალურ შენატანად „უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდში“ – ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში.
გაცხადების მიხედვით, აღნიშნული სავარაუდო გაყიდვა ხელს შეუწყობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნების განხორციელებას პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებით, რომელიც ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრესის დასაყრდენს წარმოადგენს.
„შეთავაზებული გაყიდვა გაზრდის უკრაინის შესაძლებლობას, გაუმკლავდეს არსებულ და მომავალ საფრთხეებს, რადგან მას საჰაერო თავდაცვის უფრო მტკიცე საშუალებებით აღჭურავს თავდაცვისა და რეგიონული უსაფრთხოების ამოცანების შესასრულებლად. უკრაინას არ გაუჭირდება ამ აღჭურვილობისა და მომსახურების ათვისება და საკუთარ შეიარაღებულ ძალებში ინტეგრირება.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
თეთრი სახლის ცნობით, უკრაინის მთავრობამ მოითხოვა შემდეგი საბრძოლო აღჭურვილობის (non-major defense equipment) შესყიდვას:
- S-300 Clone-ის ტიპის რაკეტები;
- GAM-67-ის ტიპის რაკეტები;
- გაზრდილი მოქმედების რადიუსის ჰაერსაწინააღმდეგო ლაზერული მართვის სარაკეტო სისტემები (Range-Extended Air Defense Laser Guided Rocket missile systems);
- იმპროვიზებული მობილური გამშვები დანადგარები Improvised Transporter Erector Launcher 1.5;
- მობილური გამშვები სისტემების მოდერნიზაციის კომპლექტები;
- RPS 202 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო რადიოლოკაციური სისტემები (რადარები);
- გასაშლელ-ანძიანი მისაბმელები, ძირითადი სახეცვლილებები და ტექნიკური მომსახურება;
- სათადარიგო ნაწილები, სახარჯი მასალები, აქსესუარები, შეკეთებისა და დაბრუნების მხარდაჭერა;
- პროგრამული უზრუნველყოფა;
- პუბლიკაციები და დოკუმენტაცია;
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
- აშშ-ის მთავრობისა და კონტრაქტორი კომპანიების საინჟინრო, ტექნიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერის მომსახურება;
- ლოგისტიკისა და პროგრამული მხარდაჭერის სხვა თანმდევი ელემენტები.