სამეგრელოში საფლავების ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

პუბლიკა

შსს-ს ინფორმაციით, სამეგრელოში ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1999 წელს დაბადებული ორი პირი: ბ.ლ. და ა.დ. საფლავებზე ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, დაკავებულებმა სოფლებში – ჭოღაში, ნაფიჩხოვოში, კურზუსა და ქალაქ ჩხოროწყუში 10 საფლავი გაქურდეს. მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საფლავების მესრების ლითონის დეტალებს, რომლებიც შემდეგ ქალაქ სენაკსა და ქალაქ ზუგდიდში შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტებში ჩააბარეს.

„პოლიციამ ქალაქ სენაკში, ფერადი ლითონების მიმღები ერთ-ერთი პუნქტიდან, ნივთმტკიცების სახით ამოიღო საფლავებიდან მოპარული ლითონის ფირფიტები. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას გულისხმობს.

LB loan image desktop LB loan image mobile