სამინისტრო თურქეთიდან იმპორტირებული წამლებისა და აფთიაქების ჩამონათვალს ავრცელებს

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტრო თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების სიასა და სააფთიაქო ქსელის დასახელებებს ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, იაფი მედიკამენტები „ფარმადეპოს”, „ავერსის“, „PSP-ს“ და GPC-ს” ქსელშია ხელმისაწვდომი. იგივე მედიკამენტი ხელმისაწვდომია „ფარმსახლის“ სააფთიაქო ქსელშიც.

იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე;

„რა საკვირველია, აფთიაქების რაოდენობა გაიზრდება და ყოველდღიურად იზრდება. ჩვენს გვერდზეც გამოვაქვეყნეთ კონკრეტული ქსელები, სადაც ხელმისაწვდომია აღნიშნული მედიკამენტები, უკვე 50-მდე მედიკამენტია.

აქტიურად გრძელდებოდა ახალი მედიკამენტების რეგისტრაციაც, მაგრამ ჩვენ ტექნიკური შესაძლებლობა ვნახეთ, რომ ყველა ის მედიკამენტი, რომელიც შესაძლებელი იყო პროაქტიულად დაგვერეგისტრირებინა, განაცხადების გარეშე დავარეგისტრირეთ.

ფარმაცევტულ ბაზარსაც შეუძლია თამამად, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე პირდაპირ შემოიტანოს მედიკამენტები და ეს მედიკამენტები უკვე რეგისტრირებულია პარალელური რეჟიმით”, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.