სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს არცერთი მხარე არ უნდა იყოს დამცირებული - მაკრონი

პუბლიკა

„ევროპამ წარსულის შეცდომებზე უნდა ისწავლოს და დარწმუნდეს, რომ არცერთი მხარე არ იყოს დამცირებული, როდესაც რუსეთი და უკრაინა მშვიდობისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებენ“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„მე მჯერა, რომ მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის პროექტის… (ჩვენ) უნდა გავაგრძელოთ, რომ გახდეს ეს უფრო დემოკრატიული, უფრო ერთიანი, უფრო სუვერენული“, – განაცხადა მაკრონმა.

როგორც Reuters წერს, მაკრონი აფრთხილებს საზოგადოებას, რომ ევროპა ახლა ეხმარება უკრაინას, თუმცა დადგება მომენტი, როდესაც მოსკოვი და კიევი სამშვიდობო შეთანხმებამდე მივლენ და ამ დროს არცერთი მხარე არ უნდა იყოს დამცირებული, როგორც ეს მოხდა გერმანიასთან მიმართებით 1918 წელს, I მსოფლიო ომის შემდეგ.

„ჩვენ უნდა გვქონდეს ეს სტანდარტი, რადგან ვიცით, რომ მომავალი კვირები და თვეები იქნება ძალიან რთული“, – თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას.