სანამ ყაველაშვილი იგინებოდა, ომში მყოფმა ზელენკიმ შემოგითვალათ, რომ „ოცნებას” და ივანიშვილს მაგრად შეეწერათ - ხაბეიშვილი

პუბლიკა

„მეგობრებო, სანამ ყაველაშვილი აქ იგინებოდა და დაიგინა, ამასობაში ომში მყოფმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ შემოგითვალათ, რომ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს მაგრად შეეწერათ, ჩვენდა სამწუხაროდ“, – განაცხადა ენმ-ის დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ლევან ხაბეიშვილი ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს არის სრული კატასტროფა, რაც ახლა ხდება და ეს ინფორმაცია არის დადასტურებული, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაიწვია ელჩი. მითხარით, უმრავლესობის წევრები მგზნებარედ და დაძარღვულები რომ გამოდიოდნენ, რუსეთის და ბელარუსის გარდა, კიდე საიდან გაიწვია ომში მყოფმა უკრაინამ ელჩი?! ნუთუ არ გრცხვენიათ მართლა?!“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, საქართველოდან ელჩს დაუყოვნებლივ გაიწვევს კონსულტაციებისთვის.

ზელენსკის თქმით, ამისი მიზეზია საქართველოს ხელისუფლების მიერ მოხალისეთა წასაყვანად ჩარტერული რეისის არმიღება და სანქციებთან დაკავშირებული პოზიცია.

„ჩვენ დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან. მოხალისეთათვის ხელშეშლის გამო, რომელთაც ჩვენი დახმარება სურდათ და სანქციებთან დაკავშირებული ამორალური პოზიციის გამო“, – განაცხადა ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე.