სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა, მე ვიყავი რეგიონში ნომერ პირველი მტერი პუტინის - სააკაშვილი

პუბლიკა

„სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა, მე ვიყავი რეგიონში ნომერ პირველი მტერი პუტინის, ახლა ნამდვილად ვუთმობ ამ საპატიო ადგილს ჩვენს პრეზიდენტს, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როგორ შეიძლება მე მიხაროდეს ომი, როდესაც პირველი, რაც დაიბომბა ოდესის ოლქში, არის ჩემ მიერ აშენებული გზა რამდენიმე ადგილზე, სიყვარულით და რუდუნებით აშენებული უმნიშვნელოვანესი გზა, რომელიც ევროკავშირთან აერთებს უკრაინას.

ჩვენი ამოცანაა, დავასრულოთ ომი უკრაინაში და ავიცილოთ იგი საქართველოში. მე მინდა გითხრათ, რომ შემდეგი საათები და დღეები იქნება არაადამიანური დაბომბვა კიევის, ხარკოვისა და სხვა ქალაქების. ჩვენ ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადოთ ამისთვის, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ უკრაინა არ დაეცემა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდომის გამო სააკაშვილმა ექიმთან კონსულტაციისთვის შესვენება ორჯერ მოითხოვა.

მიხეილ სააკაშვილმა 21 თებერვალს უვადო შიმშილობა გამოაცხადა.