საპატრიარქო სინოდის სხდომის დაწყებისა და დასრულების ამსახველ კადრებს ავრცელებს

ლიკა ზაკაშვილი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე სინოდის დღევანდელი სხდომის დაწყებისა და დასრულების ამსახველ კადრებს ავრცელებს.

დღეს სინოდის დასრულების შემდეგ საპატრიარქო პირველმა დატოვა პეტრე ცაავამ, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებით, სინოდმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მისივე თქმით, „მიზეზი საქართველოს ეკლესიაში მამათმავლობის მხილებაა“.