საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხვალიდან გერმანიაც ხსნის

საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს გერმანიაც ხსნის. ამის შესახებ განცხადებას თბილისში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

„გერმანია აუქმებს ქვეყანაში შესვლის შეზღუდვებს საქართველოსთვის. 2020 წლის 2 ივლისიდან საქართველოდან კვლავ შესაძლებელი იქნება გერმანიაში გამგზავრება. ამით გერმანიის მთავრობა ასრულებს ევროსაბჭოს მიერ 30 ივნისს გამოცემულ გადაწყვეტილებას. საბჭომ 14 ქვეყნისთვის შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაცია გასცა.

ეს სია გადაიხედება ორ კვირაში ერთხელ. მომავალში შეზღუდვების შემსუბუქებისათვის გადამწყვეტი იქნება პირველ რიგში ბოლო 14 დღის განმავლობაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა არსებული მაჩვენებლები”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ.