საქართველოს მთავრობისგან მკაფიო განცხადება გვჭირდება, თუ რომელ მხარეს არიან - გალერი

პუბლიკა

„საქართველოს მთავრობისგან მკაფიო განცხადება გვჭირდება, თუ რომელ მხარეს არიან ისინი: დგანან უკრაინისა და ევროკავშირის გვერდით, თუ ფარულად ეხმარებიან პუტინის რეჟიმს. ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ ისინი ჩვენთან არიან. ვიმედოვნებ, უკრაინის დაზვერვის ბრალდება, საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით მცდარია“,- წერს ტვიტერზე გერმანელი ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი საქართველოს გავლით კონტრაბანდის მიღების არხებს ავითარებს.

როგორც დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს დაზვერვის წარმომადგენლებმა დირექტივა მიიღეს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რომ ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის.