საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას კორტნი ოსტრიანი შეასრულებს.
აშშ-ის საელჩო წერს:
„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ აშშ-ის საელჩოში ჩამოვიდა საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი“.
საელჩოსვე ცნობით, ემი დიასი, რომელიც ამ თანამდებობას 30 ივლისიდან იკავებდა, დაუბრუნდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას.
ემი დიასამდე საქართველოში აშშ-ის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებულის (Chargé d’Affaires ad interim) მოვალეობას ალან ს. პერსელი ასრულებდა. იგი ამ თანამდებობაზე 2025 წლის ივლისში დაინიშნა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა საქართველო დატოვა.