საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 188-მდე გაიზარდა. ამ დრომდე ეს მაჩვენებელი 174 იყო. დღეს დილით 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროისთვის საქართვეოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 188;
  • აქედან გამოჯანმრთელდა – 36;
  • გარდაიცვალა- 2;
  • კარანტინის რეჟიმში – 5056;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.