საქართველოში კორონავირუსისგან 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

საქართველოს ამ ეტაპზე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული უკვე 10 ადამიანი ჰყავს. მეათე გამოჯანმრთელებულმა კლინიკა გუშინ დატოვა.

„ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული შემოგვემატა. გუშინ მეათე პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. ამ 42 დადასტურებული შემთხვევიდან, 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა. ამ ეტაპზე 32 პაციენტი განაგრძობს ჩვენთან მკურნალობას”, – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია.

კორონავირუსით ინფიცირებული 73 პაციენტიდან, 42 ინფექციურ საავადმყოფოში წევს, 31 კი გადანაწილებულია covid 19-ის მიმღებ 5 საავადმყოფოში,


stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 73-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 055 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 252.