საქართველოში კორონავირუსისგან 48 ადამიანი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ს მიხედვით, ქვეყანაში კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 48 გამოჯანმრთელებული პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ამ დროისთვის ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა –208;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 48;
  • კარანტინის რეჟიმში – 4682;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 375;
  • გარდაცვლილია – 3.