საქართველოში კორონავირუსისგან 51 ადამიანი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ს მიხედვით, ქვეყანაში კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 51 გამოჯანმრთელებული პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ამ დროისთვის ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა –218;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 51;
  • კარანტინის რეჟიმში – 4829;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410;
  • გარდაცვლილია – 3.