საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 60-მდე გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სულ გამოჯანმრთელებულია 60 ადამიანი.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 242
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 60
  • გარდაცვლილი – 3
  • კარანტინის რეჟიმში – 4856
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3