საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსისგან  კიდევ 2 დამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა და ამ ეტაპზე სულ 56 გამოჯანმრთელებული ადამიანია.

ამ დროისთვის არსებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 233
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 56
  • გარდაცვლილი – 3
  • კარანტინის რეჟიმში – 4856
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3