საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ - 39

პუბლიკა

მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ს მიხედვით, ქვეყანაში კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 39 გამოჯანმრთელებული პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ამ დროისთვის ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა –188;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 39;
  • კარანტინის რეჟიმში – 5056;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386;
  • გარდაიცვალა – 2.