საქართველოში კორონავირუსით 25-ე პაციენტი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით 25-ე პაციენტი გარდაიცვალა, – მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. დღეს ეს გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი 76 წლის მამაკაცი, ქ. ბათუმის კლინიკა „მედ ემერჯენსში” (ამჟამინდელი ცხელების ცენტრი) შეყვანილი იქნა 22 სექტემბერს 00:52 საათზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება.

მათი ცნობით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ESU/ESC 3, ექსტრასისტოლური არითმია, გულის უკმარისობა.

„კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალებამდე აღებული იქნა ტესტი კორონავირუსზე, პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ19“, – ნათქვამია წარის საზჯანდაცვის ცენტრის განცხადებაში.

განაცხლებული მონაცემები ასეთია: