საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში სულ 336 დადასტურებული შემთხვევაა. ინფორმაცია ამის შეასხებ stopcov.ge-ზე განახლდა.

განახლებული მონაცემები ამ დროისთვის ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 336
  • აქედან გამოჯანმრთელებული – 74
  • გარდაცვლილი – 3
  • კარანტინის რეჟიმში – 5034
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 463
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3