საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა

პუბლიკა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 47 ადამიანია ინფიცირებული.  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გუშინდელი მონაცემებით ეს რიცხვი 44 იყო, შესაბამისად, ამ მონაცემს დღეს 3 ახალი ინფიცირებული დაემატა.

დღეისთვის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საერთო სურათი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 47

  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1

  • კარანტინის რეჟიმში – 1966

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259.