საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილები დახმარებას ითხოვენ და ღია წერილს ავრცელებენ

პუბლიკა

საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილები დახმარებას მოითხოვენ და წერილით მიმართავენ მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს არასამთავრობო სექტორს. მათი განცხადებით, მცირეწლოვან შვილებთ ერთად რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან სახელმწიფოსგან დაპირებულ შემწეობას ვერ იღებენ. წერილს ხელს 30 ადამიანი აწერს.

იხილეთ ტექსტი სრულად:

„ჩვენ, უკრაინის მოქალაქეები, რომლებსაც ჩვენს სამშობლოში რუსული აგრესიის გამო ბედმა ლტოლვილობა გვარგუნა, თანადგომისა და ქველმოქმედების იმედითა და თხოვნით მოგმართავთ. როდესაც საქართველოში ჩამოვედით, საცხოვრებლით უზრუნველყოფასა და ფინანსურ შემწეობას დაგვპირდნენ. შევაგროვეთ საბუთები, რომელთა ნაწილი, ჩვენდა გასაკვირად, ფასიანი აღმოჩნდა და გადავეცით შესაბამის დეპარტამენტს. ზოგიერთმა ჩვენგან ბინები კერძო მესაკუთრეებისგან ვიქირავეთ და ვეღარ დაველოდეთ სახელმწიფოს მხრიდან სასტუმროებში განსახლებას (თითქმის ყველა ჩვენგანს მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს, მოცდა და ღამის ქუჩაში გათენება შეუძლებელი იყო), ვიხდით ქირას, მართალია დიდი გაჭირვებით, მაგრამ საქართველოს არ ვამძიმებთ ჩვენი საცხოვრებელი ხარჯებით.

უკვე მესამე თვეა ველოდებით დაპირებულ ფულად დახმარებას, მაგრამ ამაოდ. დაგვიანების მიზეზების გარკვევისას (სად, რომელ განყოფილებაში) გვითხრეს, რომ დახმარება მხოლოდ სასტუმროებში მცხოვრებლებს ეძლევათ და არა მათ, ვინც ნაქირავებ ბინებშია (უნდა აღიაროთ, რომ ეს ალოგიკურია).

მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს შემწეობა, განცხადების საწინააღმდეგოდ, არც სასტუმროში მცხოვრებლებს მიუღიათ. ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო და სხვებო, ვისაც ეს კითხვა გაწუხებთ. ჩვენ მადლიერი ვართ იმისთვის, რაც გააკეთეთ ჩვენთვის, მადლობელი ვართ ქართველი ხალხის, მაგრამ გთხოვთ, დაინტერესდეთ შეღავათების საკითხით, თქვენ თავადაც გესმით, რომ ჩვენს მდგომარეობაში, ჩვენი შვილებისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

წინასწარ გიხდით მადლობას თანაგრძნობისა და დახმარებისთვის. უკრაინის მოქალაქეები:

  1. გორგილაძე ოქსანა
  2. ვასკო მიკოლა
  3. კლიმოვა რიმა
  4. შაინიძე ლუბოვი
  5. ვაკულენკო ლარისა
  6. ჰვენცაძე ანა
  7. მინიაილენკო ოლექსადრ
  8. მინიაილენკო ოლენა
  9. პანასიუკ დარინა
  10. ნევოლოშინი ვიტალიი
  11. სემაკა ეკატერინა
  12. მაზურიკ ოლენა
  13. იასუნიკ ოლენა
  14. ჟდანოვა კრისტინა
  15. პარამონოვა ელიზავეტა
  16. კავერზინა ალინა
  17. კუზმინა ლუდმილა
  18. ჩერნიაევა ოლჰა
  19. მჟავანაძე ვირა
  20. ბონდარეკო ირინა
    ნესტერ ოლენა
  21. მალცევა კარინა
  22. ანჟელა კროპივკა
  23. სუხოვა ტეტიანა
  24. რუდიკო ოლენა.
  25. კოტოვსკა ოლჰა
  26. მალიშევა მარინა
  27. ბორშ ოქსანა
  28. სავჩენკო ჰალინა
  29. ოლექსი ვიქტორია
  30. ფრანკო კატერინა